კომპანია “მანე ლუქსი” დაფუძნდა 2016 წელს და მისი ძირითადი პროფილი წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
ქვის წყობის ხასიათი და ნალისებრი თაღოვანი ღიობების ფორმა აღმოსავლურ გავლენას მოკლებულია, თუმცა, კედლის ნიშების ფრაგმენტებში შეისრული ელემენტი იკითხება, რაც გვიანშუასაუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელია.
ანაზომებში ჩანს, რომ თაღოვანი ღიობები შეკეთებულია და ხელახლა ამოშენებული. შესაძლებელია, სწორედ ამ ამოშენების დროს წაიშალა მათი შეისრული ფორმა, რადგანაც მცირე ზომის ნიშებს მაინც ატყვია ე.წ. მშვილდა თაღის ელემენტი, რაც ზოგადად, დამახასიათებელია გვიანი შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურისათვის.
„ოქროს ჩარდახი“ იმერეთის მეფეთა სასახლე, ქ. ქუთაისისცენტრალურ ნაწილში, მდ. რიონის სანაპიროზე დგას. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებულ ქართული საერო არქიტექტურის ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ობიექტს რეკონსტრუქციისა და შეკეთებების შედეგად მნიშვნელოვნად სახეცვლილი აქვს იერსახე და თავდაპირველი (აუთენტური) მახასიათებლები. დღეის მდგომარეობით, სასახლედ წოდებული ნაგებობა ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლს უფრო მოგვაგონებს, რაც რიგი შეუსაბამობების შედეგია.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტიაცია აუცილებელია სამეცნიერო-კვლევით რეკომენდაციებსა და სარესტავრაციო მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით. სწორედ ამ მიზნით შესრულდა წარმოდგენილი სახელოვნებათმცოდნეო ისტორიულ-არქიტექტურული კვლევა.
ქუთაისი, ოფიციალურად, ქალაქად 1811 წელს გამოცხადდა, თუმცა მისი ისტორია, უფრო ბევრად ადრეული პერიოდიდან იწყება. დოკუმენტურ მასალებზე დაყრდნობით, ძვ. წ. IIIსაუკუნიდან, ანტიკური ავტორები მას ძველი კოლხეთის სამეფო დედაქალაქად
თვლიან (ძვ. წ. VIII ს.). არქეოლოგიური მონაცემებით, დღევანდელი ქუთაისის ტერიტორია და შემოგარენი უკვე ასი ათასი წლის წინ იყო დასახლებული. ძვ. წ. XV-XIII სს-დან აქ კოლხური კულტურის არსებობა დასტურდება. მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე აღმართულ
ბორცვებზე ძვ. წ. VIII-VII ს-ის ვრცელი დასახლების კვალია შემორჩენილი.