ცივი ტბა, წყალტუბო

  • Home
  • ცივი ტბა, წყალტუბო

ინფორმაცია პროექტის შესახებ

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს იმერეთში, ქალაქ წყალტუბოში, 26 მაისის ქუჩაზე, რომელსაც ცივ ტბას უწოდებენ (ს.კ.29.08.32.295). როგორც ყველა ქალაქისთვის, წყალტუბოსთვისაც მნიშვნელოვანია სარეკრეაციო ზონები. სწორედ ცივი ტბის მიმდებარედ განახლდება არსებული კეთილმოწყობა, რომელსაც როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ესტუმრება, ასევე უცხოელი დამსვენებელი.

პარკი ფუნქციურად დაიყოფა შვიდ ზონად:

  1. პარკინგი
  2. სათევზაო/მოსასველებელი ზონა
  3. ამფითეატრი
  4. სპორტული ზონა
  5. აუზი/კაფე-ბარი
  6. კაფე/რესტორანი ვიზიტორებისთვის
  7. საზ. მოხმარების WC

სათევზაო/მოსასვენებელი სივრცე ტერასულად და ნაწილობრივ გამწვანებით არის განლაგებული ტბის პირას, სადაც ადამიანს შეეძლება მაქსიმალური სიახლოვე და კავშირი ტბასთან.

ამფითეატრის სივრცე ბილიკით იქნება გამიჯნული სცენასა და იარუსული ტიპის დასასხდომებისგან.

სპორტული ზონა შეადგენს დაახლოებით 2202 მ², სადაც განთავსებული იქნება 2 ტიპის სტადიონი, საფეხბურთო და ფრენბურთის მოედნები.

აუზის ზონაში მოეწყობა 2 აუზი ვიზიტორებისთვის და კაფე-ბარები, გამწვანებული არეალებით.

კაფე/რესტორანი და საზოგადოებრივი მოხმარების სველი წერტილი განთავსებული იქნება რელიეფში და ექნება ბუნებრივი საფარის გადახურვა, რომლებიც ცივი ტბის ლანდშაფტის იერსახეში კარგად ჩაიწერება.

გსურთ თანამშრომლობა?

დაგვიკავშირდით