კომპანია “მანე ლუქსი” დაფუძნდა 2016 წელს და მისი ძირითადი პროფილი წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს.
ინფორმაცია პროექტის შესახებ
ზუგდიდის ფუნიკულიორის რეაბილიტაციის პროექტი
შპს “დაგი”
1960-იან წლებში, ქალაქ ზუგდიდის აღმოსავლეთ ნაწილში, რუსთაველის ქუჩის გასწვრივ, არსებობდა “ფუნიკულიორი”, სადაც ფუნქციონირებდა რესტორანი “ზუგდიდი”, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და ადგილობრივებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი იყო. ქ.ზუგდიდში ყოფილი ფუნიკულიორის ტერიტორია არის ერთადერთი არეალი, სადაც ქალაქის პანორამული ხედი იშლება, არის საპარტიარქოს საკუთრებაში და აშენდება ტაძარი. ადგილმდებარეობიდან გამომდინარე , მნიშვნელოვანია მისი განაშენიანებით შეიქმნას ვერტიკალური აქცენტი. ტაძრის წინ მოეწყობა ქალაქზე გადასახედი ბაქანი.
დამკვეთის მოთხოვნით პროექტი “განახლებული რეგიონების” ფარგლებში ხორციელდება სახხვადასხვა ქალაქების ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაცია. შესაბამისად იგეგმება ზუგდიდის მუნიციპალური ცენტრის ურბანული განახლება და განვითარება.
საპროექტო ობიექტი მდებაროებს ქ.ზუგდიდში შოთა რუსთაველის ქუჩაზე. პროექტის თანახმად, მომავალ დაძრამდე მისასვლელი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საფეხმავლო გზა მოწესრიგდება და მოეწყობა რეკრეაციული სივრცე შესაბამისი არქიტექტურული ელემენტებით. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ კიბის საფეხურები დაზიანებულია, ძველი ფილები რითიც მოპირკეთებული იყო, აყრილია და თითქმის დაფარულია მწვანე ბუნებრივი საფარით.
მოცემულ პროექტში წარმოდგენილია არსებული დაზიანებული კიბეების რეაბილიტაცია.
კიბეებზე და ბაქნებზე განთავსებულია მოსასვენებელი სკამები.
კიბის გვერდებში მთელი სიგრძეზე გაყოლებული იქნება დაბალი ციკოლი, რომელიც ბაქანზე სკამის ფუნქციასაც ითვისებს. დაყენდება ახალი ლამპიონები. სკამის მასალად გამოყენებულია ხის მასალა, ხოლო კიბეები მოპირკეთებულია ბაზალტის ფილებით. სავალ დაწილზე დაიგება ბაზალტის ქვაფენილი ზომით 10-დან 25-მდე სმ (არასტანადრტული)