დაგვიკავშირდით: 591 77 77 20

ჩვენ შესახებ

კომპანია “მანე ლუქსი” დაფუძნდა 2016 წელს და მისი ძირითადი პროფილი წარმოადგენს სამშენებლო სარემონტო სამუშაოებს.

დაფუძნების დღიდან კომოანიას შესრულებული აქვს რამდენიმე ათეული შენობის მშენებლობა რემონტი და 20-მდე გასართობი და მოსასვენებელი სკვერების სრული რეაბილიტაცია -რემონტი.

ჩვენი კომპანიის პირველ სრულმაშტაბიან პროექტს წარმოადგენს ვანის არქეოლოგიური მუზეუმის სამშენებლო -სარემონტო სამუშაოები , რომელიც დაფინანსებული იყო მსოფლიო ბანკის მიერ და წელიწადში ათასობით მნახველი სტუმრობს.

ჩვენს მიერ სრულად რეაბილიტდა ზესტაფონის პირველი საჯარო სკოლა , რომელიც წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ყოველი დეტალი შესრულებულია წესების სრული დაცვით და რესტავრატორების და ხელოვნებათამცოდნეების დიდი ჩართულობით

ჩვენ მიერ აშენდა წყალტუბოს პროფ-სასწავლებელის კარკასები

სრული რეაბილიტაცია ჩავუტარეთ ქუთაისის მე-8 საჯარო სკოლას .

მოხდა სკოლის სრულად გადაწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის . მოეწყო ლიფტები და გასასავლელი პანდუსები.

პროგრამით “განახლებული რეგიონების ფარგლებში” ჩვენმა კომპანიამ იმუშავა 18 ქალაქში

სრულად განახლდა ვანში თამარ მეფის ქუჩა მოეწყო ღობეები, ტროტუარები, განათებები, მწვანე ზოლები. განახლდა 32 შენობა , 3 სკვერი , სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აგრალურ ბაზარს.

ფოთში სრულად განახლდა დავით აღმაშენებლის ქუჩა . განახლდა 22 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი , 20-მდე საცხოვრებელ და კომერციულ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია

სრულად განვახლეეთ აბაშის რკინიგზის სადგური.

სენაკის ცენტრალური სკვერი მისი მიმდებარე შენობებით

სამტრედიაში თამარ მეფის ქუჩა და მიმდებარე სკვერი . მოეწყო ველო-ბილიკები , სატრენაჟორო და ბავშვთა გასართობი სივრცეები

წყალტუბოში ტაბიძის ქუჩის და მიმდებარე სივრცეების სრული რეაბილიტაცია

ასევე ჩვენთვის ერთ-ერთ საამაყო პროექტს წარმოადგენს მესტიაში გასართობი და სათავგადასავლო პარკის მშებლობა

ჩვენი კომპანია ასევე განახლებული რეგიონების ფარგლებში მუშაობდა: ზესტაფონში, ხარაგაულში, ჩხოროწყუში , ზუგდიდში, ცაგერში ,გორში

მიმდინარებს ფოთში ნიბოსნობის ბაზის სამშენებლო სარემონტო სამუშაოებში. ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სოლომონ მეორის სასახლის ე.წ ოქროს ჩანდახის სრული აღდგენა რესტავრაცია

ჩვენს მიერ აშენებული ფა რეაბილიტირებული, არასაცხოვრებელი და გასართობ-დასასვენებელი პარკების საერთო მოცულობა 100000 კვ.მ. აჭარბებს. შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულება კი 80 მილიონზე მეტია

Scroll to Top